19 დეკემბერი, 2015

მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია

1mesxetis-tearis-festivaliმესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლია სულუაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიაა. კომპანიამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები დროულად ვერ შეასრულა.

მეხსეთის თეატრის ხელმძღვანელობამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად ახალი კომპანიის ძებნა დაიწყო, მანამდე კი კერძო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია, რომელიც თეატრში არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლის.

მეხსეთის თეატრში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად კულტურის სამინისტრომ თანხა სექტემბერში გამოყო.