28 დეკემბერი, 2015

,,იმედის გმირი 2015” ცნობილია

1imedis-gmiriგადაცემამ “იმედის გმირები” წლის მიწურულს პროექტში მონაწილე ადამიანების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გამართა. უკვე მეხუთე წელია იმედის გმირების დაჯილდოების ცერემონიალი იმართება და ამ პერიოდში ტელემაყურებელმა 207 გმირი გაიცნო და მათი ისტორიები მოისმინა.

წელს გმირებიდან საუკეთესოები შეარჩიეს მსახიობმა ნანა შონიამ, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა, ექიმმა ქეთი ნემსაძემ, ცხოველთა უფლელების დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა, პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, პოეტმა ლია სტურუამ და მხატვარმა ოლეგ ტიმჩენკომ.

ჟიურიმ 37 ისტორიიდან 10 საუკეთესო დაასახელა. ფინალისტებიდან მაყურებელმა ხმის მიცემის წესით საუკეთესო გამოავლინა. 745.000 ზარიდან 45,3 პროცენტით “იმედის გმირების” გამარჯვებული ექიმი მაკა ბულეიშვილი გახდა, რომელიც საქართველოს რეგიონებში ჩადის და პაციენტებს უსასყიდლოდ ეხმარება. მან სამედიცინო დახმარება 19.000 ადამიანს გაუწია.

პროექტის გამარჯვებული საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გამოაცხადა. მაკა ბულეიშვილს სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა 5.000 ლარი გადასცა.