4 დეკემბერი, 2015

ელისო ბოლქვაძე დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება

eliso7იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება.

„მუდამ გვიგულეთ თქვენს გვერდით, სიკეთე გადამდებია,” – ეს ელისო ბოლქვაძის სიტყვებია, რომელიც მუდამ მზად არის სხვების დასახმარებლად.

პიანისტი სოლიდარობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს, საიდანაც შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება “სოლიდარობის ფონდში”.

ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელთან და ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

დღეისათვის, თითოეული თქვენთაგანის დახმარებით, საქართველოს „სოლიდარობის ფონდმა“ ონკოლოგიით დაავადებული 151 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.

ელისო ბოლქვაძის ერთგული მსმენელი 16 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შეიკრიბება, სადაც პიანისტი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს.