17 დეკემბერი, 2015

გოდერძი ჩოხელის იუბილე ,,ქართულ ფილმში”

1goderdzi-choxeli-60სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ორგანიზებით, ცნობილი მწერლის, ნოველისტის, პოეტის, სცენარისტისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის იუბილე შემოქმედებითი საღამოთი აღინიშნება.

შემოქმედის 60 წლის იუბილეზე ნაჩვენები იქნება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ადგილის დედა”. “ქართულ ფილმში” შეკრებილი კინოდრამატურგები, კინოკრიტიკოსები, კინორეჟისორები გაიხსენებენ პოეტის ცხოვრებას, ცნობილი მსახიობები კი წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის შემოქმედებიდან.

გოდერძი ჩოხელის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო “ქართულ ფილმში” 17 დეკემბერს ჩატარდება.