28 ნოემბერი, 2015

ზურაბ შარია დააწინაურეს

1zurab-shariaრუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია დააწინაურეს. ხელოვანი თავისი საქმის ერთგულია, თუმცა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, მისი განსაკუთრებული სიყვარული ექსტრემალური სპორტისადმი – მსახიობი დაივინგით არის გატაცებული.

ამჯერად ზურა შარიას კიდევ ერთი საპასუხისმგებლო წოდება შეემატა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთაველის თეატრმა გაავრცელა:

“ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის სხდომაზე ზურაბ შარია ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) აირჩიეს. რუსთაველის თეატრი ულოცავს ბატონ ზურაბს ამ საპატიო წოდებას.”