11 ნოემბერი, 2015

ზუმბა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1zumbas-mimartvaამერიკაში წასული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ზუმბა საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მონატრებულ ქართულ საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მთავარ ღირებულებებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

ზუმბა:

“… მენატრებით. რამდენი რამე მინდა გითხრათ, რამდენი რამ თქვენგან მინდა მოვისმინო… როგორ მსურს, რომ ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ პირში. ჩვენივე შეცდომებიანად ერთმანეთი კიდევ ერთხელ შევიცნოთ და ვაღიაროთ.

მერე რა, რომ რთული დრო გვიდგას. ვის არ ჰქონია, რა მოხდა, როდის არ ყოფილა? მაგრამ ვინც ეს ქვეყანა, რომელსაც სამშობლო ჰქვია, დღემდე მოიტანა თავისი სულიერი თავგანწირვის თუ სისხლის უკანასკნელი წვეთის ფასად, იქნებ მათი შთამომავლობის ღირსნი ვიყოთ…

და თუ ვთვლით რომ ვართ, იქნებ მეტი ვქნათ იმისთვის, რომ უკეთესნი და ღირსეულნი ვიყოთ?! თუ არ გამოგვდის, ვიპოვოთ მიზეზები, რა გვიშლის ხელს.

თუ არა და არც ეგაა პრობლემა, მრავალი ცივილიზაციანი დაბერებულან და ღირსეულად მიჰკუთვნებიან ისტორიის ფურცლებს.

მოკლედ, ან ხარისხი ან წრეზე ტრიალი გაქრობამდე. მიყვარხართ!”