ზუგდიდის თეატრი თბილისში ჩამოდის

1zugdidia-teatriზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისში ჩამოდის.

ზუგდიდელი მსახიობების თბილისური გასტროლის მასპინძელი მოზარდმაყურებელთა თეატრია. თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული თოჯინური სპექტაკლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

დიდი სცენა კი დაეთმობა გეგა ქურციკიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს „დაბრუნება“, რომელშიც გაერთიანებულია ნოდარ დუმბაძის რომანი „მარადისობის კანონი“ და მოთხრობები „სისხლი“ და „ძაღლი“.

ზუგდიდის თეატრი სპექტაკლებს მოზარდმაყურებელთა თეატრში 28 ნოემბერს გამართავს.