Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჟურნალი VOGUE ქართველი ქალებით დაინტერესდა

5 ნოემბერი, 2015

1vogi“ახალი საუკეთესო IT გოგოებიდან ყველა ქართველია (ქვეყანა და არა შტატი)” – ასეთი სათაურით ამერიკულმა vogue-მ ცოტა ხნის წინ სტატია გამოაქვეყნა.

წერილის შესავალში განმარტებული იყო თუ სად მდებარეობს ქვეყანა, შემდეგ მოხსენიებული იყო balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, ასევე რია ქებურია, ატელიე კიკალა. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ თბილისში mercedes benz-ის მოდის დღეები ტარდება.

vogue ქართველ მოდურ ქალებზე ამახვილებს ყურადღებას და განსაკუთრებულად გამოყოფს 9 ქალბატონს, რომლებიც სტატიაში არიან მოხსენიებული.

“საქართველოში ბევრი ნიჭიერი ქალბატონია, რომელიც პერსონალური სტილის ტალანტს ავლენს.

1. ქეთევან გვარამაძე – ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ვოგის სტილისტია, მაგრამ მას საკუთარი ფესვები არ დაუკარგავს და კვლავ მუშაობს საქართველოში ადგილობრივ დიზაინერთან თამუნა ინგოროყვასთან. (ქეთევანი დოუცენ კრუსთან მუშაობს, დოუცენს ხშირად აცმევს და ერთხელ თამუნა ინგოროყვას კაბა რომ ეცვა დოუცენს სწორედ ქეთევანისგან მოხდა ეს “კოლაბორაცია”)

2. ნინო ელიავა – ჰკითხეთ ქართველ ქალს, თუ ვის უნდა მიმართოს მოდური რჩევისთვის და დიდი ალბათობით გიპასუხებთ ნინო ელიავას, რომელსაც აქვს საკუთარი მაღაზია More is Love. ნინო პროდუქტს ყიდის დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში.

3. მარიამ სიჭინავა – ფოტოგრაფი, რომელიც ინსტაგრამს განსხვავებულად იყენებს და აქვეყნებს სიურეალისტურ ფოტოებს ფილმებიდან, გამოირჩევა იმით, რომ მისი მთავარი ფოკუსი არ არის მხოლოდ მოდა. ის მოიცავს საქართველოს გამაოგნებელ ხედებსაც.

4. მარიამ კობერიძე – კობერიძეს ინსტაგრამი გამოფენის ღირსია. მარიამი მოსკოვში მდებარე დამოუკიდებელი და თანამედროვე გალერიის We Art-ის კურატორია. თქვენ ხშირად შეამჩნევთ მას ქურთუკით, როდესაც ცდილობს საკუთარი ქართული რუსეთში წარადგინოს.

5. თაკო ნაცვლიშვილი – თუ გსურთ სელფის გადაღების ტექნიკა გააუმჯობესოთ ეწვიეთ თაკოს ინსტაგრამს, მოდელი რომელმაც ჯორჯო არმანის პოდიუმზე გაიარა, გვაძლევს ტიპურ Model Off Duty-ს. ჯინსებზე მაისურები, მდიდრული შეხედულებით.

6. ელენე მეტრეველი – საქართველოში დაბადებული, რუსეთში მოღვაწე არტისტი, რომელსაც აქვს საკუთარი ბრენდი Fetiche, მეტრეველი რუსული მოდის ცენტრია. მისი სახელი კავშირშია ქართველ დიზაინერ რია ქებურიასთან. მეტრეველი ქმნის ტრენდს ტრადიციული ქართული აქსესუარებისგანაც, მაგ: ფაფახი, რომელიც ქართული ტრადიციული ქუდია.

7. თამუნა წიკლაური – თუ თქვენ აღმოაჩინეთ მოდური დედა, რომელიც ჩემთვის გამოიყურება ძალიან მდიდრულად, უნდა დაიწყოთ წიკლაურის ინსტაგრამის გამოწერა, რადგან შეამჩნევთ, რომ ქართველი დედები თბილისში საკვები პროდუქტის მაღაზიებშიც გამორჩეული ლუქებით დადიან.

8. ანკა ციციშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა რუსეთში იმყოფება და ფლობს Indexflat-ს, თავის სამშობლოს ყოველთვის აცნობდა საერთაშორისო დონეს. მისი საიდუმლო? მკვლელი ქუჩის სტილი.

9. ლენკა ციციშვილი – ქერას, რომელიც თბილისში Pierrot le Fou-ს ერთ-ერთი მფლობელია, აქვს საოცრად ესთეტიური ხედვა, თუ არ ვიტყვით იმასაც, რომ ის შეიძლება ხშირად იხილოთ იოჯი იამამოტოსთან შეხვედრებზე.

დასასრული.”

1vogi-qartvelebze