30 ნოემბერი, 2015

ზაზა ლებანიძე 80 წლისაა

zaza6რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაზა ლებანიძე იუბილარია. მას 80 წელი შეუსრუდა.

მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრში 4 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები”, რომელსაც მსახიობები მე-100-ედ ითამაშებენ.

კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, მარინა ჯანაშია, მანანა გამცემლიძე, მარინა კახიანი, დარეჯან ხარშილაძე და თენგიზ გიორგაძე იუბილარი მსახიობის გვერდით სპექტაკლს მცირე სცენაზე წარმოადგენენ.

საიუბილეო სპექტაკლი ზაზა ლებანიძის იუბილეს მიეძღვნება.