11 ნოემბერი, 2015

ვინ აუკრძალა სიმღერა სოფო ნიჟარაძეს?

1nijaradze– სიმღერა ამიკრძალეს, – ამ განცხადებას მომღერალი სოფო ნიჟარაძე ავრცელებს და იმ შემთხვევაზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე საათის წინ შეემთხვა.

სოფო ნიჟარაძე:

“გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარმომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია!

შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!”