19 ნოემბერი, 2015

ვანდულარი აქტი ახალქალაქის ციხე-სიმაგრის კედლებზე

1vandaluri-faqti-axalqalaqshiვებ გვერდი armenian-community.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალქალაქის ციხე-სიმაგრის კედლებზე ვანდალური აქტი მოხდა:

“ახალქალაქის ციხე-სიმაგრის კედლებზე უჩვეულო წარწერა გამოჩნდა. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი მეჩეთის შენობის კედლებზე წითელი საღებავით გაკეთებული თურქულენოვანი წარწერა გაჩნდა.„Bir gün dönecegiz elbet“, რაც თურუქულიდან თარგმანში „ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“ ნიშნავს. წარწერის ირგვლივ, იგივე წითელი საღებავით პანთურქული და ისლამური სიმბოლიკა არის გამოხატული.

რეგიონის თურქული ოკუპაციის პერიოდში ახალქალაქის ციხე-სიმაგრე საოკუპაციო ძალების ადმინისტრაციის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. 1828 წლის 23 ივლისს ახალქალაქის ციხე გენერალ პასკევიჩის მიერ იყო გათავისუფლებული თურუქული ჯარებისგან. თურქული ოკუპაციისგან რეგიონის გათავისუფლების დღიდან ახალქალაქის ციხე-სიმაგრემ სოციალურ-სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის ციხე-სიმაგრე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ბოლო 200 წლის განმავლობაში ისტორიული ძეგლი, ბუნებისა და ადამიანის ზეგავლენის პროცესში ნადგურდება.

გასული ოცი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის და თურქეთის დამაკავშირებელი არაერთი საკომუნიკაციო ქსელი განთავსდა – ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაკო-ერზრუმის გაზსადენი, ყარს-ახალქალაქი-ბაქო რკინიგზა, ავტომაგისტრალი ყარს-წალკა-თბილისი-ბაქო. ორი თურქული სახელმწიფოს დამაკავშირებელი მრავალრიცხოვანი პროექტების ფარგლებში სულ ბოლოს „კარწახ“-ის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იყო გახსნილი.

ყველა განხორციელებული და დაგეგმილი პროექტის შედეგად საქართველოს სამხრეთ რეგიონებში – აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში თურქულ-აზერბაიჯანულმა ფაქტორმა საკმაოდ იმატა. პირველ ტურისტებს, ვინც თურქეთ-საქართველოს საზღვარი „კარწახი“-ს გავლით გადაკვეთა, თურმე მშვენივრად ახსოვდათ, თუ სად მდებარეობს ახალქალაქის ციხე-სიმაგრე…

„ნოსტალგიის“ გრძნობით ანთებულებმა, არ იზარმაცეს და ახალქალაქის ისტორიული ციხე-სიმაგრის კედლებზე „სევდიანი“ კვალიც კი დატოვეს.

ამ ისტორიაში კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო. მას შემდეგ, რაც ახალქალაქის მოსახლეობამ ციხე-სიმაგრის კედლებზე „გაჩენილი“ წარწერის შესახებ შეიტყო, მეორე დილით წარწერის ტექსტი საღებავის მუქი ფენით იყო დაფარული. ხელი, რომელმაც აღნიშნული წარწერა მზრუნველად დაფარა, უფრო ფრთხილ და შესაბამისად, სახიფათო ვიზიტორს ეკუთვნის,” – წერს სტატიის ავტორი არმენ გრიგორიანი.