2 ნოემბერი, 2015

ვალერიან შიუკაშვილს პრემია მიანიჭეს

1shiukashviliპიანისტს და “არტ აკადემიის” დამფუძნებელს ვალერიან შიუკაშვილს პრემია მიანიჭეს. ხელოვანი ჯილდოთი იმ საქმეების გამო დასაჩუქრდა, რასაც თავისი მოღვაწეობით მომავალი თაობებისათვის აკეთებს.

დაჯილდოვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“დღეს მომცეს პრემია. მადლობა სენაკს, მადლობა სამეგრელოს.”

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვალერიან შიუკაშვილს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პიანისტმა სპეციალური სიგელი და მედალი მიიღო.