Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უპრეცედენტო შემთხვევა თამაშში ,,რა? სად? როდის?’’

8 ნოემბერი, 2015

1ra-sadინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა.
შემოდგომის ექსპერიმენტული სერიის მეოთხე თამაშში ტელემაყურებლების წინააღმდეგ ალექსანდრე ლორთქიფანიძის ექვსეულმა ითამაშა. ანი მარდალეიშვილმა, ნინო გოგინაშვილმა, გიორგი იაშვილმა, ნინო ფერაძემ, მარი კორინთელმა და გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ მაყურებლები 6:4 დაამარცხეს.

თამაშის დასასრულს ბატონმა წამყვანმა გუნდის კაპიტანს შესთავაზა კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საკაპიტნო რაუნდის მოგების შემთხვევაში, ალექსანდრე ლორთქიფანიძე იანვარში გუნდს თავად დააკომპლექტებდა მოთამაშეებით.

საკაპიტნო რაუნდის კითხვა კი ასე ჟღერდა:

– ის, რაც დევს შავ ყუთში, პირველად 1300 წელს გამოიყენა ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არლონდ ვილანოველმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მონოპოლიას მის წარმოებაზე ჰოლანდიელები ფლობდნენ, ამიტომ ამის სახელწოდება ჰოლანდიური ენიდან მოდის. 1640 წლიდან მას ძირითადად მცენარე ჰელიოტროპისგან ამზადებენ. რა დევს შავ ყუთში?

მოაზროვნეებმა ბევრი იმსჯელეს და დაადგინეს, რომ შავ ყუთში იდო ლაკმუსის ქაღალდი, მაგრამ გუნდის კაპიტანმა პასუხი შეცვალა და განცხადა, რომ შესაძლებელი იყო შავ ყუთში ბეჭედი დებულიყო.

ბატონმა წამყვანმა შეცვლილი პასუხი მიიღო და შავი ყუთის გახსნა ბრძანა. ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ყუთიდან ამოიღო ბეჭედი, გუნდის ერთ-ერთ წევრს ანი მარდალეიშვილს ცოლობა სთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო.