29 ნოემბერი, 2015

უკრაინული ,,იქს ფაქტორიდან” ყველა ქართველი გააგდეს

1iqs-faqtori-ukrainashiუკრაინული “იქს ფაქტორის” მეოთხე პირდაპირი ეთერი განსაკუთრებით მოულოდნელი და რთული აღმოჩნდა როგორც პროექტში დარჩენილი ქართველი მომღერლებისთვის, ასევე მათი გულშემატკივრებისთვის.

ორივე ქართველი კონკურსანტი, რომლებიც შოუში დარჩნენ, “იქს ფაქტორს” ერთდროულად გამოეთიშნენ. ქრისტინე მარტიაშვილმა და ნინი ნუცუბიძემ ბესო ნემსაძის, თათია კობალაძის და ჯგუფის sparkle ბედი გაიზიარეს.

პროექტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უკრაინული “იქს ფაქტორის” მეოთხე ტური ერთდროულად ორ კონკურსანტს უნდა დაეტოვებინა. უკრაინული სიმღერების პირველ ტურში ყველაზე ცოტა ხმა ნინი ნუცუბიძემ დააგროვა და პროექტს გამოეთიშა.

მეორე ტურის დასრულების შემდეგ დასახელდა კიდევ ორი კონკურსანტი, რომელთა გულშემატკივრებმაც ყველაზე ნაკლებად იაქტიურეს. შოუს დატოვების კანდიდატები აღმოჩნდნენ ქრისტინე მარტიაშვილი და ჯგუფი Epolets.

ჟიურის ხმები თანაბრად გაიყო – 2-2-ზე. შოუს წამყვანმა კონვერტი გახსნა, რომელშიც ხმის მიცემის შედეგები იყო ასახული. ყველაზე ცოტა ხმით “იქს ფაქტორს” ქრისტინე მარტიაშვილი გამოეთიშა.