Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უკრაინული ,,იქს ფაქტორი” კიდევ ერთმა ქართველმა დატოვა

15 ნოემბერი, 2015

1iqs-faqtori-ukrainashiუკრაინულ “იქს ფაქტორში” მეორე პირდაპირი ეთერი გაიმართა და პროექტში დარჩენილმა კონკურსანტებმა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე თავისი შემოქმედება წარმოადგინეს.

გასულ შაბათს პროექტს ქართველი მომღერალი ბესო ნემსაძე გამოეთიშა. მეორე პირდაპირი ეთერი წარუმატებელი კიდევ ერთი ქართველი მომღერლისთვის აღმოჩნდა. თათია კობალაძე, რომელმაც თავისი შესრულების მანერით ჟიურის ოთხივე წევრი თავიდანვე მოხიბლა, პროექტს მიღმა აღმოჩნდა. ის ნინო ქათამაძის გუნდის წევრი იყო და ჟიურისგან მხოლოდ ერთი ხმა მიიღო, რა თქმა უნდა, თავისი მწვრთნელისგან.

მეორე პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ აუთსაიდერებად ქართველები დასახელდნენ. თათია კობალაძემ და ჯგუფმა SPARKLE ყველაზე ცოტა ხმები დააგროვეს, საბოლოო სიტყვა ჟიურიმ თქვა და სამი ხმით ერთის წინააღმდეგ პროექტში ჯგუფი SPARKLE დარჩა.

უკრაინულ “იქს ფაქტორში” დარჩენილ კონკურსანტებს მესამე პირდაპირ ეთერში სიმღერების შესრულება ორკესტრის თანხლებით მოუწევთ.