28 ნოემბერი, 2015

,,ტროელი ქალების’’ საერთაშორისო აღიარება

1troeli-qalebiსამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი “ტროელი ქალები” კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო თეატრალური სამყაროს ყურადღების ცენტრში. დათა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი მონაწილეობდა მინსკში გამართულ რიგით მეორე ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმში.

ფორუმის ორგანიზატორებმა დაასახელეს ის 5 სპექტაკლი, რომელთა გამოტოვებაც დანაშაულია და მათ შორის მოხვდა “ტროელი ქალები”.

მართალია სპექტაკლმა საპრიზო ადგილის მოპოვება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, ფორუმის დასრულების შემდეგ დათა თავაძის სპექტაკლი ახალგაზრდა კრიტიკოსებმა ყველაზე მშვიდ, ნაზ, გაწონასწორებულ და საუკეთესო სპექტაკლად დაასახელეს.