Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისში ვაჟა ფშაველას მუზეუმი იხსნება

12 ნოემბერი, 2015

1vaja-fshavelas-muzeumiდედაქალაქში ვაჟა ფშაველას მუზეუმი იხსნება. მწერლისა და პოეტის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე თბილისში მისი მემორიალური მუზეუმი გაჩნდება.

მემორიალური მუზეუმი განთავსდება ოთახში, სადაც დიდმა მწერალმა უკანასკნელი დღეები გაატარა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. მათ შორისაა მწერლის დაბადების მოწმობა, სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე გამოიფინება ვაჟას სახელთან დაკავშირებული ზოგიერთი ნივთი – პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი.

მუზეუმში გამოიფინება ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები.

ვაჟა ფშაველას მემორიალური მუზეუმი 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნება.