2 ნოემბერი, 2015

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,რა სისაძაგლეა!”

1tamriko-choxoთამრიკო ჭოხონელიძე ყოველთვის იქ არის, სადაც მიაჩნია, რომ მისი ადგილია. ის ყოველთვის ცდილობს სიმართლე ილაპარაკოს და საზოგადოებაც საქმის კურსში ჩააყენოს.

ამჯერად მომღერალი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და დაპირისპირებულ და ორად გაყოფილ ქართველებზე გულისტკივილით საუბრობს.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“ჩვენებიო”!!! არა?! ამან დაგვღუპა ჩვენ! ისედაც ქართველებისგან დაცლილ, დათრგუნულ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს უნდა ვამაგრებდეთ და ვაიმედებდეთ ,,ჩვენები” და ,,სხვისები” დავამკვიდრეთ არა?! ასე იოლად და უდრტვინველად ვეგუებით იმას, რომ სისხლისღვრა ,,ხო, ალბათ მოხდება” არა?! ფუ!!! რა სისაძაგლეა!!! ამიტომაც ვიქცევით! აღარაფრის გვეშინია?!

ნუთუ ასეთი ძნელი გახდა ამ პატარა ქვეყანაში თუნდაც განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების ზიზღისა და სისხლისღვრის გარეშე გამოვიდეთ მდგომარეობიდან?! მაგრამ ჩვენ ვინ მოგვცა ამის სიბრძნე! მიდით, დასახეთ გეგმები როგორ მოკლათ ახალგაზრდა დედა, რომ პროვოკაციებს წამოეგოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი… და კიდევ ბევრი სხვა განზრახვა…

აბა თქვენ იცით! დაგვიხოცეთ შვილები! დააპირისპირეთ ძმები, დები, მოყვრები, ახლობლები! ნეტავ კიდევ რით გაგვახარებთ?! დაქცევის პირასაა ქვეყანა, აბა რა, სადაც თუნდაც ერთი ქალი მაინც აზროვნებს ისე, როგორც აზროვნებენ ზოგიერთები! შვილი მაინც გააჩინონ, ეგება ცოტა სხვაგვარად დაიწყონ აზროვნება… მაგრამ აღარც ამის იმედი მაქვს!!!

(ახლა ნახეთ რა წამოვა ზიზღისა და ღვარძლის სეტყვა!!!) ბურთი და მოედანი თქვენია საქართველოს ,,გულშემატკივრებო”!