Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სქურის ეკლესიას საფრთხე აღარ ემუქრება

26 ნოემბერი, 2015

1squriწალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, საფრთხე აღარ ემუქრება.

სქურის დარბაზული ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობის ცენტრალური დარბაზიდან შემორჩენილია თითქმის ყველა კონსტრუქციული კვანძი, რაც ძეგლის ავთენტურობასა და მის გამორჩეულობაზე მეტყველებს.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ტაძრის რეაბილიტაცია დასრულტბულია. ძეგლის რეაბილიტაცია შარშან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა.

პირველ ეტაპზე ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია მავნე მცენარეებისგან გაიწმინდა, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა. პროექტის პირველ ეტაპზე ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა.

წელს კი პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სქურის ტაძრის დარბაზული სივრცის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი, სრულად ავთენტური მასალებით ჩამონგრეული ქვებითა და არქიტექტურული დეტალებით შესრულდა.

”არტინფო” გთავაზობთ სქურის ეკლესიის ფოტოებს, რომლების რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ არის გადაღებული:

squri1