2 ნოემბერი, 2015

სოფო ნიჟარაძეს მოდულში ელოდებიან

1sofo-dakitxvazeსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარა.

მომღერალი ე.წ მოდულის შენობაში 3 ნოემბერს 12:00-ზე უნდა გამოცხადდეს.

უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მას მოწმის სახით დაკითხავენ.
მომღერალმა ოფიციალური უწყება უკვე მიიღო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩაგდების ფაქტზე.