Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,სიმინდის კუნძული” შვეიცარიაში

20 ნოემბერი, 2015

simindi2გიორგი ოვაშვილის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი “სიმინდის კუნძული” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აგრძელებს მოგზაურობას. ქართველი რეჟისორის ნამუშევარს, რომელიც 30-ზე მეტი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, უკვე გაეცნენ გერმანიასა და იტალიაში.

ახლა ჯერი შვეიცარიაზეა. “სიმინდის კუნძული” შვეიცარიის კინოთეატრებში გამოდის. გერმანულენოვან და იტალიურენოვან შვეიცარიაში ფილმის ჩვენებები 19 ნოემბრიდან დაიწყო, ფრანგულენოვან შვეიცარიაში კი ქართველი რეჟისორის ნამუშევარს 2016 წლის 3 თებერვლიდან ნახავენ.

,,სიმინდის კუნძულმა“ კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა გრან-პრი „ბროლის გლობუსი“. სან-მარინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი „ოქროს ანტიგონე“; კრიტიკის პრიზი; პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის; მაყურებლის პრიზი.

გიორგი ოვაშვილის ფილმი საქართველოს მიერ წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.