10 ნოემბერი, 2015

შერლოკი დააჯილდოვეს

1benedict-cumberbatch-cbe-3BBC-ის გახმაურებული სერიალის Sherlock-ის ვარსკვლავი ბენედიქტ ბამბერბეტჩი დააჯილდოვეს.

მსახიობი, რომელიც აქტიურად ემსახურება თავის საყვარელ პროფესიას და ქველმოქმედებითაც არის დაკავებული, ბრიტანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა.

ბენედიქტ ბამბერბეტჩი ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ელისაბედ მეორემ მიიწვია და გადასცა ჯილდო ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. სასახლეში მსახიობი მეუღლესთან, სოფი ჰანტერთან ერთად გამოცხადდა.

ბამბერბეტჩმა განაცხადა, რომ მოსაწვევმა ბუკინგემის სასახლეში სტუმრობასთან დაკავშირებით სასიამოვნოდ გააოცა და მას ბოლო წამამდე ეგონა, რომ შეცდომა მოხდა.