სანდრო მიკუჩაძე დაინიშნა

1sandroრუსთაველის თეატრის მსახიობი სანდრო მიკუჩაძე დაინიშნა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.

მსახიობი, რომელიც პოპულარული ქართული სერიალით “ჩემი ცოლის დაქალები” გახდა, სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცია, მაგრამ მისი გული უკვე დაკავებულია.

სანდრო მიკუჩაძის რჩეული ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეა. სანდროს მსგავსად ეს სასიამოვნო ინფორმაცია თამუნამაც გაავრცელა, თან ნიშნობის ამსახველი ფოტოები დაურთო და საპასუხოდ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო.

სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძისთვის ეს პირველი ქორწინება არ არის. სანდროს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, თამუნა მუსერიძე კი ბიჭის დედაა. წყვილი კარგა ხანია ერთად ცხოვრობს, მაგრამ ნიშნობა მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს.

1sandro-mikuchadze-da-tamuna-museridze