სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი ჩაიშალა

1tkivili-aris-axalgazrdobaსამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სპექტაკლი “ტკივილი არის ახალგაზრდობა” ჩაიშალა.

დათა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც გასული თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს, აღარ გაიმართება.

21 და 22 ნოემბერს სამეფო უბნის თეატრს ეს სპექტაკლი უნდა ეთამაშა ბრიუსელში სახელოვნებო ცენტ BOZAR-ში, თუმცა ბრიუსელში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედების გამო, ყველა კულტურული დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და მეტრო დაიკეტა.

შეძლებენ თუ არა მოგვიანებით სპექტაკლის თამაშს ქართველი მსახიობები, ან როდის დაბრუნდებიან სამშობლოში, ჯერჯერობით უცნობია.