2 ნოემბერი, 2015

საერთაშორისო კონკურსზე 9 ქართველმა გაიმარჯვა

9-qartvelis-gamarjveba1ტენერიფას საერთაშორისო კონკურსზე 224 მონაწილეს შორის 9 ქართველმა კონკურსანტმა გაიმარჯვა და ყველამ საპრიზო ადგილი დაიკავა. ინფორმაციას პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ავრცელებს.

ვალერიან შიუკაშვილი:

“ყურადღება! დამთავრდა ტენერიფას საერთაშორისო კონკურსი. საქართველოდან იღებდა მონაწილეობას 9 მონაწილე სხვადასხვა კუთხიდან… ჯერ მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონის გამგებლებს, რადგან დააფინანსეს და ასევე მათ მასწავლებლებს და ოჯახებს!
კონკურსში მონაწილეობდა 224 მონაწილე. ყველა ქართველი გახდა პირველი და მეორე პრემიის ლაურეატი თავიანთ კატეგორიებში…

პრემიები და პრიზები ასე გადანაწილდა :

პირველი პრემია – ნანა გორგოძე – ქუთაისი; პირველი პრემია – ლიზი ბასილაძე – ქუთაისი; პირველი პრემია – თამაზ მჟავანაძე – ბათუმი; პირველი პრემია და 10 დღე გრან კანარიაზე დასვენება – ნათია ჯაჯანაშვილი – თელავი; პირველი პრემია და € 20.000 – სტოკჰოლმში სწავლის უფლებით მიენიჭა მევიოლინე ვიტალი კენჭაძეს – ქუთაისი;

მეორე პრემია – კესო ლეფსაია – სენაკი; მეორე 2 პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტი, ნობელის პრემიის დარბაზში – ლილე ემნაძე – ქუთაისი; მეორე პრემია და 10 დღიანი დასვენება ტენერიფეზე – მარიზა აფხაზავა – ბათუმი; მეორე პრემია – ლანა გუნია – თბილისი.

ნანა დოღონაძე – კონკურსის საუკეთესო აკომპონიატორი!!!

საქართველო გილოცავ!!!!”