23 ნოემბერი, 2015

საჩუქარი ეთერ კაკულიას თბილისელებისგან

1etoრამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ მომღერალს, ეთერ კაკულიას თბილისელებმა საჩუქარი გაუკეთეს. ყველაზე მხიარული, ენერგიული და თბილისის კოლორიტი ხელოვანის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქში მისი სახელობის ქუჩა იარსებებს.

ინფორმაციას მომღერლის უახლოესი მეგობარი რაულ ქირია ავრცელებს:

“ძალიან სასიხარულო ამბავი, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავლაბარში მესხიშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და მიენიჭა ეთერ კაკულიას სახელი.

მადლობა მათ, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, ეთერი ამას იმსახურებდა, მადლობა ყველას, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი.

ქუჩას 29 ნოემბერს, ეთერის დაბადების დღეს საზეიმო ვითარებაში გავხსნით. კიდევ ერთხელ ეთერის სახელით, მისი ოჯახის სახელით გიხდით მადლობას!!!”