საბავშვო ევროვიზია გადაიდო

1sabavshvo-ewrovizia-2015საბავშვო ევროვიზია გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

წელს საბავშვო ევროვიზიას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია მასპინძლობს და მასში 17 ქვეყანა მონაწილეობს. ქართული დელეგაცია საბავშვო ევროვიზიაზე უკვე გაემგზავრა.

ბულგარეთი უერთდება ევროპულ გლოვას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები დროს გარდაცვლილებთან დაკავშირებით და უარს ამბობს ეთერში ყველანაირი გასართობი შოუს გაშვებაზე.

ფინალური გალაკონცერტი ბულგარეთში 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საბავშვო ევროვიზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გლოვის დღეების დასრულების შემდეგ, მომავალ კვირას გაიმართება.