საბალეტო დასი ,,მაკნატუნას” ვერ იცეკვებს

1maknatuna-ar-iqnebaმაშინ, როცა მთელს მსოფლიოში წინა-საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა და მსოფლიოს წამყვანი საბალეტო დასები “მაკნატუნას” წარმოდგენისთვის ემზადებიან, თბილისის საბალეტო დასი მაყურებლისთვის ამ სპექტაკლს ვერ იცეკვებს.

ინფორმაციას საბალეტო დასი თავად ავრცელებს:

“საბალეტო დასის საგასტროლო გრაფიკის გამო (დეკემბრის მეორე ნახევარში ესპანეთში გასტროლია დაგეგმილი) თბილისელი მაყურებლისთვის “მაკნატუნას” საახალწლო წარმოდგენების გამართვა ვერ მოხერხდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ 2015 წლის ბოლო სპექტაკლის პროგრამა საზეიმო და საახალწლო განწყობილებით იყოს შედგენილი.

13 დეკემბერს გრიბოედოვის თეატრში საახალწლო საბალეტო საღამო გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბალანჩინის უკვდავი “სერენადა”, სულ ახლახან სეზონის გახსნაზე წარმოდგენილი “ვარდის აჩრდილი” და “მაკნატუნა” (სუიტა).”