2 ნოემბერი, 2015

რობერტ სტურუა: ,,რას ერჩით ჩემს ქვეყანას?”

1Sturua--sturuaნებსით თუ უნებლიეთ, დღეს ყველა პოლიტიკაშია ჩაფლული. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ადამიანი პოლიტიკოსია, ხელოვანი, ინჟინერი თუ მშენებელი.

გამონაკლისი არც რეჟისორი რობერტ სტურუაა. მაესტრო ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საჯარო განცხადებით ეხმაურება და ამერიკის ელჩს ღია წერილით მიმართავს.

რობერტ სტურუა:

“ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და დემოკრატიის პრინციპები, რომელიც ამერიკის პატრიარქებმა ჩამოაყალიბეს ფრანგი გამნათლებლების ნაშრომებზე დაყრდომით; მაგრამ მინდა შეგეკითხოთ და, იმედია, პასუხსაც მომახსენებთ, (თუ სერიალი “The House of Cards ” მთლად სიმართლე არ არის.) რას ერჩით ჩემს პატარა ქვეყანას? რა სიმდიდრე აღმოაჩინეთ ჩვენ მიწაზე, ნავთობი თუ ოქრო, ასე რომ ზრუნავთ ქართველებზე? დღეს, როცა ყველაფერს უსმენენ, ხედავენ, ისე რომ ტუალეტში შესვლა გრცხვენია, ქალის კოცნაზე ხომ არაფრს ვამბობ, პანიკური შიში მიპყრობს, კოსმოსიდან გვიცქერენ, რატომ იცავთ იმ ავაზაკთა ბანდას, საქართველო რომ გაანადგურა, მოსპო დემოკრატია, გახრწნა და ფულებით გაბერა ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები. რატომ ურეკავთ, არიგებთ და ასე საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, ვისაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა, (მითუმეტეს, რომ CIA-მ ყველაფერი იცის.)

იქნებ ამიხსნათ, რა ბოროტება დაატყდა ჩვენს პატარა ერს, რომ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებთ, და გვიკრძალავთ საკუთარ აზრს და გვკარნახობთ თუ როგორ მოვიქცეთ? თუ რაღაც დიდი სტრატეგიული საიდუმლო არ გახლავთ, ბატონო ელჩო, თუ ამის უფლება გაქვთ, დიპლომატიურად მაინც მიპასუხეთ.

ამერიკის პატრიოტი რობერტ სტურუა!

პ.ს. თუ ინებებთ, პრეზიდენტებზე ცალკე ვისაუბროთ!”