Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რობერტ სტურუა: ,,ნუ გწყინთ, ბატონებო!”

7 ნოემბერი, 2015

1sturua-teatrtzeრეჟისორი რობერტ სტურუა მიმართავს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი და შეახსენებს ცნობილ, მაგრამ დავიწყებულ კანონს:

რობერტ სტურუა:

“ისევ თეატრზე!

ნუ გწყინთ, ბატონებო, უაზროდ მეჩვენება, ცნობილი, მაგრამ ეტყობა დავიწყებული კანონის შეხსენება:

“თეატრი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას რეჟისორები, არტისტები, მხატვრები, მუსიკოსები, ბუტაფორები, გრიმიორები, რეკვიზიტორები, სცენის მემანქანეები ქმნიან. ამ ხალხის გარეშე ვერც ერთი წარმოდგენა ვერ გაიმართება და იმდენჯერ გათამაშდება სპექტაკლი, სანამ მაყურებელი არ მოაკლდება თეატრს! რა მნიშვნელობა აქვს დაიწერება, თუ არ დაიწერება კრიტიკული წერილები!”