14 ნოემბერი, 2015

რობერტ სტურუა: ,,გადავრჩებით კი?’’

1sturua-parizzeრეჟისორი რობერტ სტურუა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმ კითხვას სვამს, რომელიც დღეს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს აღელვებს.

რობერტ სტურუა:

“არ ვიცი რატომ, მაგრამ გუშინ ვკითხე ერთ ცნობილ კრიტიკოსს და საღამოს ერთ კეთილშობილ ქართველს (დამეთანხმებით, გაჭირდა ასეთის მოძებნა) გავუმეორე ჩემი შეკითხვა: ომი თუ ელის კაცობრიობას მეთქი?

არაო, – მიპასუხა ორივემ.

და აი, ომი პარიზში.

დიახ, ომია.

და, არავინ იცის, როგორ შეაჩეროს ეს ვერაგობა.

არავინ.

ამ დროს კი სადღაც ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან სამშობლოში თაგუნების პარტიები ერთმანეთს ებრძვიან, ლამის დაღრღნან ერთმანეთი.

ვერც გაგეღიმება.

გადავრჩებით კი?”