11 ნოემბერი, 2015

რობერტ სტურუა დააჯილდოვეს

1sturua-daajildovesმაესტრო რობერტ სტურუა დააჯილდოვეს. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის არაერთ პრიზსა და პრემიას კიდევ ერთი გამორჩეული საჩუქარი შეემატა.

რობერტ სტურუა თელავის თეატრის კონსულტანტია. მისმა ერთ-ერთმა ბოლო ნამუშევარმა „ვინ გატეხა ქოთანი?“ დიდი აღიარება და პროფესიული ჯილდოები მოუტანა თელავის თეატრს.

თელავის მერიამ გადაწყვიტა საპატიო მოქალაქის წოდება 6 პიროვნებისთვის მიენიჭებინა. მათ ეს წოდება საკუთარი მოღვაწეობისა და თელავის წინაშე დამსახურებისთვის მიიღეს.

თელავის მერიის გადაწყვეტილებით, საპატიო თელაველები გახდნენ რეჟისორი რობერტ სტურუა, დირიჟორი გივი მუნჯიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვალერიან ელანიძე, მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური პროექტების გენერალური მენეჯერი აჰმედ აივედა.

თელავის საპატიო მოქალაქეები მერიაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეარჩია.