9 ნოემბერი, 2015

რკონის სამონასტრო კომპლექსი შველას ითხოვს

1Rkoniკასპის რაიონში მდებარე რკონის სამონასტრო კომპლექსი შველას ითხოვს. დაცარიელებულ სოფელში ამჟამად მხოლოდ ერთი მკვიდრი მოსახლე ცხოვრობს.

რკონის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობისაა. სავალალო მდგომარეობაში მყოფი ტაძრის ჭერიდან ქვები ცვივა. უმძიმესი ვითარების გამო, ტაძარი დაკეტილია. მისი მონახულება მხოლოდ მომსახურე მონაზვნების დახმარებითა არის შესაძლებელი.

რკონის სამონასტრო კომპლექსი VII საუკუნეშია აგებული. საუკუნეების განმავლობაში ტაძარმა არაერთი ცვლილება განიცადა, ეკლესია მრავალჯერ გადააკეთეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამონასტრო კომპლექსზე მუშაობას სპეციალისტები მომავალ წელს დაიწყებენ.