Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ჭანიშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

19 ნოემბერი, 2015

1rezo-chanishviliქართველ ქორეოგრაფსა და ქორეოლოგს რეზო ჭანიშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან.

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ სახელობით ვარსკვლავის გახსნამდე შემოქმედებით საღამოს მოუწყობენ.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები სუხიშვილები, რუსთავი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ევგენი ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნართები“, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“, ანსამბლი სეუ, ქართული ლეგენდა ანსამბლი „სამაია“.

რეზო ჭანიშვილის შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა დიდ საკონცერტო დარბაზში 12 დეკემბერს გაიმართება.