6 ნოემბერი, 2015

ქართველმა რეჟისორმა კოტბუსის კინოფესტივალზე ჯილდო მოიპოვა

1qartveli-rejisoris-gamarjveba-kotbusshiგერმანიის ქალაქ კოტბუსში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. რიგით 25-ე კინოფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში ჩართულია კინოპროექტები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში წარდგენილია ქართული ფილმებიც.

ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა” კოტბუსის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში მონაწილეობს, მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი” კი სექციაში – Specials.

კინოფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა რუსუდან ჭყონიასთვის. მისმა პროექტმა “ვენეცია” მიიღო პოსტპროდუქციის ჯილდო 25.000 ევროს იდენობით.