21 ნოემბერი, 2015

ქართველი რეჟისორის მიუზიკლის პრემიერა ბროდვეიზე

1nikoloz-sabashvili-brodveizeბროდვეიზე ქართველი რეჟისორის მიერ დადგმული მიუზიკლის პრემიერა გაიმართება.

“ლეგენდა საქართველოზე” – ასეთია მიუზიკლის სახელწოდება, რომელზეც ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი მუშაობს. მიუზიკლის პრემიერა 26 დეკემბერს გაიმართება.

“არტინფო” ნიკოლოზ საბაშვილს ამერიკაში დაუკავშირდა:

– წინა წელს ჩამოსული ვიყავი სპექტაკლით, რომელიც გავმართეთ ქართველი ემიგრანტებისთვის. სპექტაკლი ნახეს ქართული კულტურის ცენტრის “ფესვების” ხელმძღვანელებმა ვანო გოდერძიშვილმა და შორენა ბარბაქაძემ, შემომთავაზეს თანამშრომლობა და ჩვენი იდეები დაემთხვა. დაინტერესებულია რამოდენიმე ამერიკელი პროდიუსერი.

– ვინ იღებს მონაწილეობას თქვენს მიუზიკლში?

– ხალხმრავალი მიუზიკლია, მონაწილეობს მთლიანად ანსამბლი “ფესვები” და ასევე ქართველი, ამერიკელი, რუსი მოცეკვავეები და მსახიობები.

– სხვა ქართველ რეჟისორს დაუდგამს მიუზიკლი ბროდვეიზე?

– ქართველი რეჟისორი, როგორც ვიცი, არ ყოფილა ბროდვეიზე, მითუმეტეს პრემიერა ეთამაშოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.