Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ქორეოგრაფი დახმარებას ითხოვს

25 ნოემბერი, 2015

1tamaz-vashakidzeქართველი ქორეოგრაფი, რომელიც სამშობლოდან უკვე 10 წელია იძულებით არის გახიზნული, დახმარებას ითხოვს.

ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე თამაზ ვაშაკიძე ღია წერილს ავრცელებს და თავის გასაჭირს საჯაროდ ყვება. ის წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს და ირაკლი ღარიბაშვილს საკითხის შესწავლას სთხოვს.

თამაზ ვაშაკიძე:

“იძულებული ვარ მოგმართოთ დახმარებისთვის საკითხში, რომელიც ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. გთხოვთ სამშობლოში დაბრუნებასა და ჩემი საქმის გამოძიებაში დამეხმარებას.

10 წელია ჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვი ახალ წელს ჩემს გარეშე ხვდება. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ბავშვები დააობლა და წაართვა მათ მამასთან ურთიერთობის ბედნიერება.

საბედნიეროდ, ვერ ჩამსვეს საპყრობილეში და ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციაც ვერ მოახერხეს, რასაც ერთხელ დამპირდნენ. სამაგიეროდ, ჩემს მეუღლეს 2005 წელს შეუვარდნენ რეანიმაციაში და უდიდესი ტრავმა მიაყენეს როგორც დედას, ისევე რამდენიმე დღის ნიკოლოზს.

2005 წლის 9 დეკემბრიდან მე ძებნაში გამომაცხადეს და ერთი წლის განმავლობაში ღამით და დილაუთენია უვარდებოდნენ სახლში ჩემს ოჯახს. ჩემი ძებნის მიზნით აწიოკებდნენ მათ, სპეციალურად ყვიროდნენ და ნივთებს ატრიალებდნენ, რომ ბავშვებს სამუდამოდ დარჩენოდათ შიშის გრძნობა. გამუდმებით უკავშირდებოდნენ ტელეფონით ჩემს მეუღლეს. ემუქრებოდნენ და სთხოვდნენ, გაეცხადებინა ჩემი ადგილსამყოფელი. 3 თვის განმავლობაში მას უთვალთვალებდნენ ქუჩაში. 100.000 გირაოს მთხოვდნენ სპეციალურად, რომ ციხეში ჩემი ჩასმა უზრუნველეყოთ.

ბევრს ამ ეტაპზე ვერ მოვყვები. ძალადობრივად 10 წლის განმავლობაში ჩამომაშორეს ჩემს საქმეს, ესეც არ იკმარეს და 2007 წელს ჩემი მეუღლე ნინო კიტია თეატრიდან დაითხოვეს. ჩემი მეუღლე უმუშევარი დატოვეს. ამით მათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ულუკმაპუროდ დატოვეს, ფაქტიურად გაწირეს ჩემი ოჯახი.

ბატონო ირაკლი გთხოვთ დახმარებას.

პატივისცემით თამაზ ვაშაკიძე 25.11.2015 წელი.”