24 ნოემბერი, 2015

ქართველი მოდელები მსოფლიო მოდის ეპიცენტრში

qartveli-moddelebiქართველი მოდელები სულ უფრო და უფრო საინტერესონი ხდებიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მომუშავე სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებისთვის.

ანა შელია, ელენე მახარაშვილი, ანა ახვლედიანი, თაკო ნაცვლიშვილი – ეს სახელები და გვარები ევროპის სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებში უკვე კარგად იციან.

ქართველი ლამაზმანების რიცხვი მსოფლიო პოდიუმებზე ნელ-ნელა ფართოვდება. ამის დასტურია მათთან გაფორმებული კონტრაქტები და სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი თანამშრომლობა.

ელენე მახარაშვილი და ელენე კოპალეიშვილი ესპანეთის წამყვან სამოდელო სააგენტოსთან UNO-სთან ითანამშრომლებენ. სიახლეებს გოგონებთან დაკავშირებით ლუქმოდელსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს. ესპანეთის სამოდელო სააგენტოში ამ ეტაპზე სამი ქართველი მოდელია: თაკო ნაცვლიშვილი, ელენსიო, იგივე ელენე მახარაშვილი და ელენე კოპალეიშვილი.

თაკო ნაცვლიშვილი და ელენსიო მახარაშვილი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ში არიან. თაკო კოპენჰაგენის ელიტს შეუერთდა, ამიერიდან მას დანიაში ელიტი წარმოადგენს. დანიაში ელიტი წარმომადგენლობას უწევს მსოფლიოში ცნობილ მოდელებს, ქენდის სვეინპოლი, ჯორდან დანი, ანა ბეატრის ბაროსი, საშა ლუსი, ლინდსი ვიქსონი. თაკო ნაცვლიშვილს ნიუ-იორკში, მაიამიში, პარიზში, მილანში, ლონდონში წარმოადგენს ნექსთი, ბარსელონაში Uno Models, გერმანიაში Modelwerk, ხოლო დანიაში ელიტი.

კიდევ ერთმა ქართველმა მოდელმა მარიშა ურუშაძემ გააფორმა ხელშეკრულება შვედეთის ელიტთან, რაც მისი მსოფლიო სამოდელო კარიერის წარმატებული დასაწყისის გარანტია.

ნინა ფოცხიშვილი აზიაში სამსუნგის რეკლამაში გადაიღეს, კიდევ ერთი ქართველი მოდელი მარიამი გადაიღეს კოსმეტიკური საშუალებების სარეკლამო კამპანიაში.

მილანში ჩაფრინდნენ დალი ჩიტალაძე და ანი არაბიძე და იტალიის ერთ-ერთ სააგენტოს შეუერთდნენ.

ქართველი მოდელი მარიამ შაკიაშვილი კი ორ ახალ სააგენტოს შეუერთდა. მარიამს ბარსელონაში, მადრიდში წარადგენს “Blow Models” ჩინეთში (Běijīng-ში) “Taste Models”, ხოლო მილანში “Brave Models”.