17 ნოემბერი, 2015

ქართველი მოდელები Elite Model Look World-ზე

1elit-model-look-logoქართველი მოდელები  Elite Model Look World-ზე მიემგზავრებიან.  Elite Model Look World საერთაშორისო კონკურსი არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული სამოდელო კონკურსი. წელს კონკურსში მონაწეილეობას იღებს 70 ქვეყნის წარმომადგენელი. 70 გოგონადან უნდა შეირჩეს 10 საუკეთესო.

საქართველოს წარმომადგენლები იტალიის ქალაქ მილანში 18 ნოემბერს გაემგზავრებიან. თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი  Elite Model Look-ის საქართველოში ჩატარებული წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები არიან.

კონკურსის გამარჯვებული გოგონა მიიღებს 150000. თათია ახალაია პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც პარიზში ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე გაიარა.

კონკურსის გამარჯვებულ ბიჭს 50000 გადაეცემა.

ამას გარდა გოგონებისთვის ტოპ ათში, ხოლო ბიჭებისთვის ტოპ ხუთში მოხვედრა ავტომატურად უდრის კონტრაქტს ელიტის საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან, რაც 90%-ით ნიშნავს მსოფლიო სამოდელო სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყისს.

თათია ახალაიასთვის და ლუკა ჯაჯვანისთვის ეს არის რეალური შანსი მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალოს .

Elite Model Look World-ის საერთაშორისო კონკურსის ფინალი 23 ნოემბერს გაიმართება.

1qartveli-modelebi-milanshi