24 ნოემბერი, 2015

ქართველი ხელოვანის ნამუშევრები დეგას და როდენის გვერდით

1dato-papava-gurjiქართველი ხელოვანის ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილი ფრანგი მხატვრებისა და სკულპტორების ედგარ დეგას და ოგიუსტ როდენის ნამუშევრებთან ერთად არის გამოფენილი.

ლონდონში გაიხსნა სპეციალური გამოფენა, სადაც ოგიუსტ როდენის 5 ახალი სკულპტურაა წარმოდგენილი. მათ გვერდით ქართველი რეჟისორისა და მხატვრის დავით პაპავა გურჯის ორი ნამუშევარიც გამოიფინა.

დავით პაპავა-გურჯი უკვე წლებია უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეტაპობრივად ქართველი ხელოვანი სამშობლოში ჩამოდის და სპექტაკლებს დგამს. ერთ-ერთი მისი ბოლო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში თებერვალში იქნა წარმოდგენილი. “ფრინველები” – ასე უწოდა რეჟისორმა სპექტაკლს, რომელშიც ხალხის და პოლიტიკური ურთიერთობების გაანალიზების თავისი ხედვა წარმოადგინა.