9 ნოემბერი, 2015

ქართული ფილმი ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებულია

123ქართული ფილმი ამერიკული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში 80 ფილმი მონაწილეობდა, საკონკურსოდ 13 ფილმი შეირჩა, ფინალისთვის კი 6 ფილმი და მათგან ორი – ქართველი რეჟისორის.

დიდი ტბების საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 14 წელია პენსილვანიაში იმართება. ამერიკის კინოფესტივალების ასეულში შედის. ქართველმა რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ კინოფესტივალზე წარადგინა ორი მოკლემატრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია” და “ეს გოგონა ჩემია”.

ფესტივალში მონაწილე ყველა ფილმის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მაყურებელს ონლაინ რეჟიმში შეეძლო, ამისთვის კი მხოლოდ ფესტივალის ვებგვერდზე ბილეთის შეძენა იყო საჭირო.

წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული გიორგი ჯანელიძის “როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია” გახდა.