17 ნოემბერი, 2015

ფოთის თეატრში სასცენო ლიფტი ჩაწყდა

1fotiვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრში, რომელიც გასულის წლის მასიში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, სასცენო ლიფტი ჩაწყდა.

ამ დროს ლიფტში თეატრის თანამშრომელი, სცენის მემონტაჟე იმყოფებოდა და მას ლიფტით მაღალ სართულზე სასცენო დეკორაცია გადაჰქონდა.

სცენის მემონტაჟემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.