11 ნოემბერი, 2015

,,პატარა გეორგიკა” საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

1patara-georgikaმეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

გუნდი, რომელიც 5 წელია არსებობს და 6-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს აერთიანებს, ესპანეთიდან მთავარი პრიზით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

„პატარა გეორგიკა“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში “The  Place  Of  Holiday“ მონაწილეობდა და პირველი პრემიის ლაურეატიც გახდა.

„პატარა გეორგიკა“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია. 2013 წელს გუნდი ბულგარეთში, ხელოვნების ახალგაზრდული კონკურსის “MUZITE” მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო 2014 წელს საგუნდო სიმღერის ეროვნულ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა. ამავე წელს „პატარა გეორგიკამ“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში.

გამარჯვებულ ბავშვებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.