14 ნოემბერი, 2015

პანტომიმის თეატრში მდგომარეობა დამძიმდა

1pantomimis-teatrshi-scena-chaingraსაზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ პანტომიმის თეატრი ურთულეს პირობებში მუშაობს. თეატრის შენობა არანაირად არ შეეფერება სახელოვნებო დაწესებულებას. თეატრში წვიმის დროს წყალი ჩადის, შენობაში თაგვები დარბიან, სპექტაკლის დროს სკამიც კი ჩატეხილა.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, თეატრი შემოქმედებით საქმიანობას არ წყვეტს და ახალ სპექტაკლებზეც მუშაობს.

გუშინ პანტომიმის თეატრი სპექტაკლის დროს სცენა ჩავარდა. ინფორმაცია ამის შესახებ უმცროსმა ამირან შალიკაშვილმა გაავრცელა:

“გუშინ სპექტაკლის დროს სცენა ჩავარდა. მე მეგონა სცენა მაინც მქონდა ნორმალური, თურმე ეგეც არ გვქონია!”