Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაატა ბურჭულაძე განმარტებებს აკეთებს

24 ნოემბერი, 2015

1PAATA-BURCHULADZEბოლო პერიოდში საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიმართ ინტერესი გაორმაგდა. ამის მიზეზი მის მიერ ახალი ფონდის ჩამოყალიბებაა.

მსოფლიო ბანი აქტიურად გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე და ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაც დაიწყო.

მომღერლის ერთ-ერთმა ბოლო განცხადებამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რის გამოც პაატა ბურჭულაძეს განმარტების გაკეთება მოუწია:

“მეგობრებო, ჩემმა განმარტებამ რუსული ოკუპაციის პრობლემაზე, გარკვეულ წრეებში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.

საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა. მე არა საქართველოს ან ქართველი ხალხის ბრალეულობაზე, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობისა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ასობით ათასი დევნილი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს. სწორედ იმისთვის დაარსდა საქართველოს განვითარების ფონდი, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოინახოს ეფექტური მექანიზმი ოკუპაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.

მიმაჩნია, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც სპეკულაცია დაუშვებელია და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად. დეკემბერში გელოდებით ფონდის პრეზენტაციაზე.”