8 ნოემბერი, 2015

ოთო ნემსაძე ბოდიშს იხდის

1oto-nemsadze-bodishs-ixdis“ჯეოსტარისა” და “ბრავოს” გამარჯვებული ოთო ნემსაძე ბოდიშს იხდის. მომღერალი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სრულიად საქართველოს მიმართავს:

ოთო ნემსაძე:

“მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქეებო, დებო, ძმებო, სრულიად საქართველოვ, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ. ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, თუ ჩემდა უნებურად რომელიმე პოლიტიკური ძალის უკან დავდექი, მეგობრების და ოჯახის სიუვარულზე მაღლა არაფერი არ დგას ჩემთვის. საერთოდ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და სულ ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა პოლიტიზირებული კონცერტები, სახალხოდ ვდებ პირობას რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის კონცერტზე არ ვიმღერებ სადაც იქნება ნებისმიერი პოლიტიკური მოწოდებები!!!

ხოოო, მაინც თუ ჩემი ამ ქვეყნის მიმართ სიყვარულში ან ჩემს კაცობაში ეჭვი ეპარება, ნებისმიერ დროს შევხვდები და გავესაუბრები.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებში არ წერია ოთო ნემსაძე!

მიყვარხართ, მუდამ თქვენი ოთო”