11 ნოემბერი, 2015

ნოდიკო ტატიშვილის სიურპრიზი უსინათლო მომღერალს

1nnnმომღერალ ნოდიკო ტატიშვილს ძალიან უყვარს სიურპრიზები და ამიტომ ყოველთვის ცდილობს განსაკუთრებული და ორიგინალური მოულოდნელობებით გაახაროს თავისი ახლობელი ადამიანები.

ნოდიკო არც უცხო ადამიანების გაბედნიერებაზე ამბობს უარს და მზად არის მათაც მოუმზადოს სასიამოვნო საჩუქრები.

შანსი მომღერალმა არც ამჯერად გაუშვა ხელიდან და უსინათლო მომღერალს დიდი ხნის ოცნება აუსრულა.

ანანო დანელია ოცნებობდა ნოდიკოსთან ერთად ემღერა. მან ოცნება აისრულა. დღის შოუში სტუმრობისას გოგონა ინოლა გურგულიას ცნობილ სიმღერას “საქანელა” ასრულებდა, როდესაც მასთან ნოდიკო მივიდა და უნიჭიერეს პატარა მომღერალთან ერთად დუეტში იმღერა.

 

ანანო დანელია უსინათლო, რომლის ოცნებაც იყო ნოდიკოსთან ერთად ემღერა 🙂 მან აისრულა ოცნება

Posted by დღის შოუ/Dgis Show on Tuesday, 10 November 2015