3 ნოემბერი, 2015

,,ნიჭიერი’’ სკანდალში გაეხვია

1nichieriპროექტ “ნიჭიერის” მეექვსე სეზონი დაიწყო და დაიწყო სკანდალით. შოუს პირველივე ჩანაწერში მრავალრიცხოვან კონკურსანტთაგან ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგა მხოლოდ რამდენიმე მონაწილე, მაგრამ მაგთან ერთ-ერთმა ყველას ყურადღება მიიპყრო.

ჟანა წითელაურმა “ნიჭიერში” Miley Cyrus-ის ცნობილი ჰიტი ”Wrecking Ball” შეასრულა, ჟიურისგან 5 ”არა” დაიმსახურა და პროექტიც დატოვა. ჟანას ნომერმა მისი მეგობრის, მარიამ შოშიაშვილის განრისხება გამოიწვია.

მარიამ შოშიაშვილი:

“აი, “რუსთავი 2” არის მართლა დასახური ტელევიზია. წნევა ამეწია სერიოზულად, საზიზღარ, ამაზრზენ, გულისამრევ ხალხთან ვცხოვრობთ და რატომ: “ნიჭიერში” გამოვიდა ერთი გოგო, ჟანა წითულაური, ჩემი მეზობელი. ამ გოგოს ყველაფერი დალაგებული ვერ აქვს. 15 თუ 16 წლის ასაკში დედა მოუკვდა ხელებში და ფსიქოლოგიურად ცოტა ვერ არის (არ ვაყენებ შეურაცხყოფას). საერთოდ არ აპირებდა ეს გოგო “ნიჭიერში” გასვლას. მგონი მე ჟანას ერთადერთი მეგობარი ვარ, არავისთან არ აქვს კონტაქტი. ცხოვრობს ბებიასთან ჩემი ფანჯრის პირდაპირ არსებულ სახლში, 75 წლის ბებიასთან ერთად. მშობლები გარდაეცვალა და ბებიასაც და შვილიშვილსაც ინახავს ბიძა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კიშინოვში. ამ ბიძასაც ჰყავს ცოლი და შვილები…

მოკლედ, ჟანას არც დაესიზმრებოდა “ნიჭიერში” მისვლა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ ბანკში იყვნენ მისული, გამოგზავნილი ფულის ასაღებად. ვიღაცამ დაინახა, შეატყო რომ ვერ იყო, რადგან იცვამს “უცნაურად” და დაუწყო მეო ნიჭიერის უფროსი ვარო და დარწმუნებული ვარ ნიჭიერი გოგო ხარ, ალბათ მღერი და ცეკვავო და წამოდი “ნიჭიერში” ჩაგწერთო… ესეც გაყვა ბებიასთან ერთად და მთელი ზაფხული დაყავდათ რაღაც ჩაწერებზე. აქეზებდნენ, ნიჭიერი ხარ, ულამაზესი ხარ, საუკეთესო ხარ… ამასაც სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა… მე, რა თქმა უნდა ვაფრთხილებდი, რომ არ გასულიყო, მაგრამ არ მიჯერებდა…

სიმღერებიც რაღაც სასწაულები შეურჩიეს, ჯერ იყო და ლელა წურწუმიაო, მერე ეს მაილი საირუსი…

ან რა ჩააცვეს, ან რა ათქმევინეს, ან რაზე შეახტუნეს?! და ეს ამაზრზენი ხალხი, ჟიური, (და ყველაზე მეტად გვარამიაზე მეშლება ნერვები), უტიფრად დასცინის ამ გოგოს!!!! ამაზრზენია უბრალოდ, გული მერევა მათზე… ჩვენ რომ გვგონია, რომ თვითონ მიდის ეს ხალხი “ნიჭიერში”, თურმე თვითონ მიჰყავთ, რომ შოუ ყურებადი იყოს!!! ეს ჟანასთვის, ხომ უფრო დიდი სტრესია?!
ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ, რომ ყველამ ნახოს და იცოდეს თუ რა ამარზენი, ყალბი და უჯიშო ხალხი მუშაობს “რუსთავი 2″–ში….

მე ნამდვილად გამეცინებოდა “ჟანას ნომერზე”, რომ არ მცოდნოდა, ვინ არის, და რისი გამკეთებელიცაა!!!!!”

”ნიჭიერის” წარმომადგენლებს ოფიციალური განმარტება მარიამ შოშიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.