22 ნოემბერი, 2015

ნანი ბრეგვაძემ სპეციალური მიწვევა მიიღო

1nani-axal-filmshiმომღერალმა ნანი ბრეგვაძემ სპეციალური მიწვევა მიიღო. მომღერალი უკვე შეჩვეულია იმას, რომ მის მიმართ ინტერესი დიდია და თავადაც საინტერესო შეთავაზებებზე არასდროს ამბობს უარს.

ძალიან მალე ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნანი ბრეგვაჟის შემოქმედებაში კიდევ ერთი სიახლე შეაფასოს. კინოთეატრებში მხატვრული სათავგადასავლო ჟანრის სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოდის სახელწოდებით „რობინზონი და ცხრა პარასკევა“. მასში არაერთი ცნობადი სახე იღებს მონაწილეობას – პაატა გულიაშვილი, ნათია წიწილაშვილი, სალომე კოკუაშვილი, მანიკა ასათიანი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, მარიამ სანოგო.

ფილმში სპეციალური მიწვევით მონაწილეობენ ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, რუსუდან ბოლქვაძე, თამარა მაყაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ლუცია ლიშუკ, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ბატონი ფოლად ბულბულოღლი, მანანა ჯაფარიძე, ქეთა თოფურია, ირაკლი ფირცხალავა, ლიკა ქორქია…

ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, ხოლო სცენარის ავტორი ნიკა რამიშვილი გახლავთ. პროექტი ხორციელდება ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის BGSS-ის მხარდაჭერით. ეს კომპანიის მესამე მხატვრული ფილმია. პირველი ორი ფილმი საქართველოს მასშტაბით წარმატებული იყო, ამიტომაც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესამე პროექტი გასცდენოდა საქართველოს ფარგლებს.

რუსულ ენაზე ფილმი „ბრავო რექორდსში“ გახმოვანდა. უახლოეს მომავალში ფილმის პრემიერა აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში შედგება.