Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდმაყურებელთა თეატრს დასავლეთ საქართველოში ელოდებიან

12 ნოემბერი, 2015

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასს დასავლეთ საქართველოში ელოდებიან.

მსახიობები გასტროლით ქუთაისსა და ზუგდიდს ეწვევიან და მაყურებელს ორ სპექტაკლს შესთავაზებენ.

17 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრის სპექტაკლი „ბაში-აჩუკი“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

18 ნოემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდს ეწვევა. შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 18 და 19 ნოემბერს გამართავს ორ წარმოდგენას „ბაში-აჩუკი“ და „დაბადების დღე“ რეჟისორი თეატრალური პრემია „დურუჯის“ გამარჯვებული რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი.